მთავარისიახლეებიკულტურაოშკის გუმბათის გამაგრებაში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება

ოშკის გუმბათის გამაგრებაში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება

Published on

ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშოებში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთვება.

“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძiის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მოითხოვა. თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. შეთანხმების თანახმად,  ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები  ერთობლივად იზრუნებენ კულტურულ მემკვიდრეობაზე როგორც საქართველოში ოსმალურ ძეგლებზე, ასევე თურქეთში ქრისტიანულ ძეგლებზე.
 
ამ ეტაპზე გადაუდებელი ამოცანა ოშკის გუმბათის გამაგრებაა. 
 
„ამ მიზნით ჩვენ მათ ძალოვანი ხარაჩოს პროექტი გადავეცით. ოშკის გუმბათის გამაგრების პროექტი კი თურქული მხარის მიერ მომზადდა. ამ მომენტისთვის ჯერ გარკვეული არ არის, თუ როდის გაემგზავრება ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
 
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტროსთან და თურქეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. სპეციალისტები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ სამუშოების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ. მინიმუმ 4–5 სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრება, რომელთა შორის იქნებიან არქიტექტორ–რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და ერთი კონსტრუქტორი. ოშკის ტაძრის მთლიანი რეაბილიტაციის პროექტი არსებობს. ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით, რომ ეს პროექტი გადმოგვიგზავნონ და განხილვა დავიწყოთ. “,– განაცხადა ანთიძემ.
 
 
ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. იგი ბევრი ორნამენტითა და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა. ოშკი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია ასევე სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...