მთავარისიახლეებიეკონომიკახაიშელებმა სამ ივნისს დიდი საპროტესტო აქცია დაანონსეს

ხაიშელებმა სამ ივნისს დიდი საპროტესტო აქცია დაანონსეს

Published on

ხაიშელებმა სამ ივნისს დაანონსეს დიდი საპროტესტო აქცია , რომელშიც მონაწილეობას ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოსულებიც მიიღებენ.
 
გუშინ გამართულ აქციაზე შეკრებილმა დაახლოებით 150 ადამიანმა   კიდევ ერთხელ გაახმოვანა  აადგილობრივი მოსახლეობის სამი მთავარი მოთხოვნა:  აიკრძალოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ტურიზმის განვითარების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცეს თემში არსებული მიწის ნაკვეთები და მოხდეს ხაიშის ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარება.
 
 ეს მოთხოვნები  უკვე წლებია ადგილობრივ მოსახლეობას აქვს, მაგრამ   არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი ხელისუფლება მათზე არ რეაგიორებს. 
 
„სამში დაგეგმილია მასშტაბური აქცია, თუ არ იქნება თუ არ აიკრძალება დიდი ჰესების მშენებლობა, თუ არ იქნება მოსახლეობისთვის რეგისტრირებული მიწები, თუ მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი არ მიენიჭება და სხვა მოთხოვნები არ შესრულდება, სამი ივნისიდან აქ დაიწყება უკვე პერმანენტული აქციები, რომელმაც შეიძლება ძალიან მწვავე ხასიათი მიიღოს,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...