მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიამ უფასო სასადილოს დაფინანსება შეამცირა. სად მიდის ის კაპიკებიც კი, რომელსაც...

ზუგდიდის მერიამ უფასო სასადილოს დაფინანსება შეამცირა. სად მიდის ის კაპიკებიც კი, რომელსაც სახელმწიფო მოხუცებს ახმარს?

Published on

ზუგდიდის მერიამ უფასო სასადილოს დაფინანსება შეამცირა. ძველი ფასი,  რომელიც 1,38 ლარი იყო, 97 თეთრამდე დაიყვანეს, რადგან  ძველ ფასში  ახლა მომსახურე პერსონალის ხელფასიც შედის, საშემოსავლოც და შენობის ქირაც. შესაბამისად,  სოციალურად დაუცველი ერთი პირის გამოსაკვებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეში მხოლოდ 97 თეთრს ხარჯავს, ანუ დადგენილზე ბევრად ნაკლებს. საკვებს უმწეოები არც კვირა დღეს მიიღებენ. 
 
რუსთავი -2 სიუჟეტში, რომელიც ამ საკითხს ეხება, ნათქვამია, რომ   ტენდერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიას გაამარჯვებინა. ახლა კი ხელს იბანს და, როგორც , ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია აცხადებს,  მოხუცებისთვის ძველი კალორაჟის შენარჩუნება  დაკლებული ფასის მიუხედავად, მხოლოდ კომპანიის პრობლემაა . 
 
 სასადილოს დირექტორი  ადასტურებს, რომ მოხუცებისთვის მხოლოდ იმის შეთავაზება შეუძლია,  რისი ყიდვაც დღეში 97 თეთრად არის შესაძლებელი. შესაბამისად,  მონატრებული ხორცი და რძის პროდუქტი უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის არათუ ახლა, უკვე ისედაც დიდი ხანია, მხოლოდ დღესასწაულთან ასოცირდება. 
 
უფასო საკვებით ამ დროისთვის ზუგდიდის სასადილოში 248 ბენეფიციარი სარგებლობს. 
 
ოპოზიციის მტკიცებით, უმწეო მოხუცების მენიუს ხარჯზე დაზოგილი ფული, დაახლოებით, 40 ათასი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის გზაზე ხიდის მშენებლობას და იმ გზის გაფართოებას მოახმარა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხე უნდა გაეტარებინათ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...