მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოპტიკოსები სამდღიან წვიმიანობას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები სამდღიან წვიმიანობას ვარაუდობენ

Published on

დღეს და ხვალ  ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ცნობით,  იწვიმებს  ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში ,  ჰაერის ტემპერატურა დღისით 25–30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
 
21 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონებში  პერიოდული წვიმა ელჭექით  მოსალოდნელია  დღისითაც. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი შესაძლებელია სეტყვა. შედეგად, დღისით ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 24–26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
 
ზუგდიდში დღეს, ნაშუადღევიდან  მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ხვალიდან გაწვიმდება. პერიოდული წვიმა სამ დღეს გასტანს. 23 მაისისთვის წვიმიანობა შეწყდება, მაგრამ მოღრუბლულობა შენარჩუნდება  .

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...