მთავარისიახლეებისამართალითბილისში და შიდა ქართლის რეგიონში ამოღებულია 3 246 კოლოფი უაქციზო...

თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში ამოღებულია 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. – ინფორმაციას ამის შესახებ  ფინანსთა სამინისტროს  ავრცელებს. 
 
, ,,გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ახდენდნენ ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 246 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება. 
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...