ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ხოლონში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან კონტაქტზე იმყოფება

0
442
ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ხოლონში დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახთან კონტაქტზე იმყოფებიან.
 
„ვადასტურებთ, რომ დაღუპული არის საქართველოს მოქალაქე. საელჩო კონტაქტზეა ოჯახთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საელჩოში. 
 
შეგახსენებთ, ისრაელის ქალაქ ხოლონში, ერთ-ერთი ქარხნის 30 წლის თანამშრომელი, საქართველოს მოქალაქე გუშინ ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა. 
 
ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა, მამაკაცს ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა და შემდეგ მთლიანად ჩაითრია. 
 
მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.
წინა სტატიადღეს უკრაინის საკასაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ხელწერის ექსპერტიზა დანიშნა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური