მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს უკრაინის საკასაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ხელწერის ექსპერტიზა დანიშნა

დღეს უკრაინის საკასაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ხელწერის ექსპერტიზა დანიშნა

Published on

უკრაინის საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს, სააკაშვილის ხელწერის ექსპერტიზა დანიშნა და საქმეში უვადო შესვენება გამოაცხადა. ამის შესახებ „ტასს“ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
 
„დღეს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ხელწერის ექსპერტიზა დანიშნა, რისთვისაც საიმიგრაციო სამსახურს და ოდესის ოლქის ადმინისტრაციას მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ორიგინალების მისაღებად მიმართა“, – განაცხადა ბოგომაზოვმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ორგანოებმა სასამართლოს დოკუმენტები 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ორ კვირაში სასამართლომ სხდომის ახალი თარიღი უნდა დანიშნოს“, – აღნიშნა ბოგომაზოვმა.
 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების უკანონოდ ცნობას ითხოვს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...