მთავარისიახლეებიპოლიტიკაცენზურა კანონდება - ,,დაჭრილი კინოების'' ეპოქა ცოცხლდება, ფაშისტებიც უკვე გვყავს...

ცენზურა კანონდება – ,,დაჭრილი კინოების” ეპოქა ცოცხლდება, ფაშისტებიც უკვე გვყავს და წიგნებსაც ,,კანონიერად” დაწვავენ

Published on

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ პარლამენტმა შესაძლოა, ცენზურა დააკანონოს, ბევრ ზუგდიდელს გაახსენა,  როგორ დაწვეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ყოფილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, პოლიტპატიმარ   ბაჩო  ახალაიას წიგნი ,,სოხუმი – ჩემი იერუსალიმი''.
 
როგორც ჩანს, ეს  გამოცდილება ჭკუაში დაუჯდა საპარლამენტო უმრავლესობის  ორ დეპუტატს, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილს, რომელნიც უფრო შორს წავიდნენ – თუ ზუგდიდში ეს ბრბოს სულისკვეთების მატარებელმა ჯგუფმა გააკეთა თავისი პოლიტიკური გემოვნების კარნახით,  ახლა საპარლამენტო დონეზე  მზადდება ცვლილებები,  რომლის მიხედვით , შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც ,,ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს აღვივებს, ომსა და ძალადობას ქადაგებს, ', უნდა აიკრძალოს, თუმცა რა ნიშნით გადაწყდება შეიცავს თუ არა ნაწარმოები ამ ყველაფერს,  უცნობია. მაგალითად, ამ ჩამონათვალში შედის ნაწარმოებები, რომელიც პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას, 'თუმცა მანამდე თავად მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რა არის პორნოგრაფია და რა არა, რადგან ამ მიმართულების განმარტება არ არსებობს.
 
ხელისუფლების მხრიდან პოსტსაბჭოთა ტრადიციის გაგრძელებაზე საუბრობს მწერალი, ლაშა ბუღაძე .
რეჟისორი, შოთიკო კალანდაძე აცხადებს, რომ პროექტი, რომლის კანონად დამტკიცებას პარლამენტი გეგმავს, მისი შემოქმედებისთვის დიდი დარტყმაა.
მწერალი, ერეკლე დეისაძე კი რომლის ნაწარმოების გამოც საპატრიარქო ხელისუფლებას მოსახლეობის უხამსობისგან დასაცავი კანონის მიღებისკენ წლების წინ მოუწოდებდა ამბობს, რომ ეს დაკვეთა მმართველმა გუნდმა ახლა შეასრულა.
მხატვარი, ლია უკლება მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რელიგიურ წნეხს ვერ უძლებს და ამის გამო ხელოვანების შემოქმედებაში უხეშად ერევა. 
 
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნათელი დადასტურება.
როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, პრობლემას წარმოადგენს 1997 წელს მიღებული კონსტიტუციის ის ნორმა, სადაც საუბარია, რომ შესაძლებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, თუ არ ლახავს სხვათა უფლებებს. მაგრამ მაშინ ეს დებულება უმოქმედო იყო, რადგან კანონი არ განსაზღვრავდა არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც შეეძლო, ეს აკრძალვა სისრულეში მოეყვანა. მისი თქმით, 1997 წლის კონსტიტუციის ამ დებულებას 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისას დაემატა ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდებოდა შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვა სხვათა დასაცავად. თუმცა, კონსტიტუცია ზოგადი დოკუმენტია და ახლა, როდესაც ქვემდგომ კანონში დაკონკრეტდება, რომ სასამართლოს ეძლევა სარჩელების განხილვის უფლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ცენზურა დაწესდება", – დასძენს გამოცემა.
 
"თუ რომელიმე რელიგიის ან ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს არ მოეწონება რაღაც სპექტაკლი და მიიჩნევს, რომ ის სიძულვილის წაქეზებას ახდენს, შეუძლია, იჩივლოს სასამართლოში და მოითხოვოს სპექტაკლის აკრძალვა სამოქალაქო წესით, ასევე – წიგნი ამოიღოს რეალიზაციიდან. ეს ეხება ხელოვნებისა და კულტურის პროდუქტს. ეს რეგულაცია არ მუშაობდა, რადგან არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა აკრძალვის უფლებამოსილება და ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს გამოიღებს, თუკი კონკრეტული სარჩელებით ადამიანები წავლენ სასამართლოში. რეალურად ეს რეგულაცია იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო წესით ადამიანებმა ცალკეული ლიტერატურული ნაწარმოებების, პიესების ცენზურას მიაღწიონ", – განმარტავს გიორგი გოცირიძე. 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...