მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის

Published on

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის – განცხადება ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. გავრცელებული ინფომრაციით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტლება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმებულია. მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს და აუცილებელობის შემთხვევაში დაევალება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.საქართველოს საპატარიარქოში განმარტავენ, რომ რუსეთის ეკლესიის დეკანოზის გამოგზავნა ეკლესიებში შორის არსებული შეთანხმებით ხდება და მოსკოვში ქართული მრევლისთვის დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი უკვე ორი თვეა რაც მსახურობს. 
"თუ ჩვენ ვაგზავნით, მაგათაც აქვთ ლეგიტიმური უფლება რომ მათაც გამოაგზავნოს,"-აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...