მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკოლ ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ''

ნიკოლ ფაშინიანი: „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ”

Published on

„საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პასუხად კითხვაზე, აპირებს თუ არა ის  26 მაისს თბილისში ჩასვლას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით
 
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
 
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე სომეხი კოლეგა არმენ სარქისიანი დაპატიჟა.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...