მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგაფიცვა სოხუმში. მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდისთვის იბრძვიან

გაფიცვა სოხუმში. მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდისთვის იბრძვიან

Published on

სოხუმში სამარშრუტო ტაქსების   მძღოლები ხელფასების  გაზრდის  ნებართვას მოითხოვენ. დღეს მათი უმრავლესობა გაიფიცა და აცხადებს, რომ რეისებს მანამდე არ განაახლებს, სანამ ქალაქის საკრებულო არ მოხსნის აკრძალვას და მათ   მგზავრობის საფასურის გაზრდის ნებართვას არ მისცემს. 
 
ამან, ბუნებრივია, დისკომფორტი შეუქნა ქალაქის  მცხოვრებლებსა და ტურისტებს, რომელნიც  ჯერჯერობით კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ აქ. მძღოლებს გათვლილი აქვთ, რომ ხელისუფლება დღეს თუ ხვალ იძულებული გახდება მათ მოთხოვნებს დაემორჩილოს, რადგან ტურისტების ნაკადის მოსალოდნელ სეზონურ ზრდასთან ერთად პრობლემა  კიდეფ უფრო გამწვავდება. 
 
 დავა ქალაქის ხელმძღვანელობასა და მძღოლებს შორის ამ საკითხის ირგვლივ კარგა ხანია გრძელდება, მაგრამ საქმე გაფიცვამდე აქამდე არ მისულა. 
 
„აფსნი ლაიფის“ ცნობით, მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა მგზავრობის საფასური თვითნებურად, 15-დან 20 რუბლამდე გაზარდა. ქალაქის საკრებულომ მათგან ამ თვითნებობის  უკან წაღება მოითხოვა. მძღოლებმა ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.  ამასთან დაკავშირებით, ქალაქის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის წევრებიც არაერთხელ შეხვდნენ მძღოლებს და ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხელმძღვანელობას. მოხელეებმა მათ დაპირდნენ, რომ ბიუჯეტში მოიძიებენ  გარკვეულ თანხას,  დოტაციისათვის  და, შესაბამისად, მძღოლებისთვის ხელფასის გასაზრდელად. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საშუალება არ გამოიძებნა, 2018 წლის 1 სექტებრიდან მგზავრობის საფასურის გაზრდას განიხილავენ.
 
გამოცემის ცნობით, შეხვედრის შედეგად კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მძღოლებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს და ამ ეტაპზე, მგზავრობის საფასურის შემცირებას არ გეგმავენ. ,,ხელისუფლებამ ან გზები უნდა შეაკეთოს , რაც არარეალურია, ან ინდა მოგვცეს უფლება თავად განვსაზღვროთ მგზავრობის საფასური. ჩვენი დიდი ნაწილი სამამულო მის მონაწილეა და არ ვიმსახურებთ, რომ ცვენი ოჯახები შიმშილობდნენ – აცხადებენ ტაქსისტები.
 
დღეს დილიდან ისინი თავიანთი მანქანებით სოხუმის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე მოედანზე დგანან, ქალაქის მოსახლეობა კი საქალაქო ავტობუსების ამარაა დარჩენილი.
 
,,ხუთი რუბლი არ არის ცოტა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს შესაძლებლობებს,    მაგრამ აშკარაა, რომ მძღოლები თავიანთ მოთხოვნას არ შეცვლიან.  ქალაქში ქაოსია, ამიტომ  არ არის გამორიცხული, რო,მ თუ  ხელისუფლებამ თავისი რესურსებით არ გადაჭრა ეს პრობლემა, მძღოლებს ჩვენც შევუერთდეთ – აცხადებენ სტუდენტები და ხელმოკლე მოქალაქეები
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...