მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მჯდომარე წესით დაკრძალვის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, არამედ განიხილეს დაკრძალვის სხვა ფორმებთან...

“მჯდომარე წესით დაკრძალვის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, არამედ განიხილეს დაკრძალვის სხვა ფორმებთან ერთად”- მამუკა წოწერია

Published on

მიმდინარე წლის 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად   განიხილეს ზუგდიდისალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი. 
საკრებულომ მიიღო დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ საფლავის სიღრმე არ უნდა იყოს 1. 2 მეტრზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დანრძალვისას- არანაკლებ 1 მეტრისა. 
როგორც საკრებულოს  საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია აცხადებს  მჯდომარე წესით დაკრძალვის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, არამედ განიხილეს დაკრძალვის სხვა ფორმებთან ერთად: " ყველგან არის განსაზღვრული დაკრძალვის ფორმა. მათ შორის არის მჯდომარეც. სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს სხვადასხვა წესით კრძალავენ. რაც ნებისმიერ ნორმატიულ აქტში წერია. მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა საქართველოშიც და სამეგრელოშიც არსებობდა. ჩვენ კი არ შემოვიღეთ ამ წესით დაკრძალვა, არამედ ვისაც სურვილი ექნება ამ ფორმით დაკრძალოს მიცვალებული მათთვის და საერთოდ დაკრძალვის ყველა ფორმისთვის პარამეტრები მივიღეთ. "- განაცხადა წოწერიამ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...