მთავარისიახლეებიკულტურადღეიდან - ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და სხვა დიდი იტალიელი მხატვრები...

დღეიდან – ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და სხვა დიდი იტალიელი მხატვრები თბილისში

Published on

დღეს თბილისში,  ეროვნული გალერეაში  ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების  გამოფენა იხსნება. 
 
 ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოიფინება შემდეგი ნამუშევრები: 
 
15 მაისიდან 5 აგვისტომდე – ტიციანის  ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუში ,,მადონა ყრმით“  ("მადონა ალბერტინი") , რომელიც  გამოფენისთვის ჩამოტანილია  ვენეციის აკადემიის გალერეიდან,  სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
 
 დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ნამუშევრების ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევარი, რომელტა ავტორები არიან   რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.  გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება 25-26 მაისს.  
 
ამავე დღეებში  გამოიფინება "Evidence. A New State of Art” – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV)  კოლექცია, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
 
ახლო პერსპექტივაში, კერძოდ სექტემბერში  წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში" რომაული ბაროკოს მუზეუმიდან. ექსპოზიციის სახელია  „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“. 
 
გამოფენები საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
2017 წლის ოქტომბერში ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრები გამოიფინა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...