მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთში დღეს ნატო-ს სამხედრო გემები შემოდიან

ფოთში დღეს ნატო-ს სამხედრო გემები შემოდიან

Published on

ფოთში, დღეს ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი 4 ქვეყნის – ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები შევლენ. ქალაქს 1200-მდე სამხედრო პირი ეწვევა. მათი ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
 
ფოთის მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის ინფორმაციით, გემების კაპიტნები სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
 
მისივე თქმით, 4 დღის მანძილზე გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მოეწყობა ალკოჰოლური კომპანიების მიერ წარმოდგენილი სასმელებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ჩამოსული სტუმრები დაათვალიერებენ შუქურას, საკათედრო ტაძარს და კოლხური კულტურის მუზეუმს.
 
„მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება ნატოს მხრიდან საქართველოსთვის, როგორც ერთგული პარტნიორის, როგორც აქტიური მხარდამჭერის და უსაფრთხოების გარანტის. სასიხარულოა , რომ ეს ყველაფერი ფოთის ტერიტორიაზე ხდება,“ – აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა. ღონისძიებები შსს-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორგანიზებით ეწყობა. 
 
NATO-ს სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 17 მაისს დატოვებენ..

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...