დღეს თამარობაა

Published on

დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება. ის ქართველთა სათაყვანებელი მეფის თამარის ხსენების დღეა.
 
საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში.
 
ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისათვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.
 
დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც გადმოცემით თამარი ლოცულობდა და სადაც ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე.
 
წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....