მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში იუსტიციის სახლის წინ ახალგაზრდა ქალს ჩანთა წაართვეს

ზუგდიდში იუსტიციის სახლის წინ ახალგაზრდა ქალს ჩანთა წაართვეს [Video]

Published on

წუხელ გვიან ღამით, ზუგდიდში იუსტიციის სახლის წინ 9 სართულიანი კორპუსების ერთ-ერთ სადარბაზოსთან ახალგაზრდა ქალი გაძარცვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამუშაოდან გვიან დაბრუნებულ ქალბატონს სადარბაზოს შესასვლელთან 2 ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა, რომლებმაც ქალს ფული მოთხოვეს და ჩანთაა წაართვეს. მეზობლები ყვებიან, რომ ისინი ყვირილის ხმამ გააღვიძა. „გვიანი იყო, მოგვესმა ყვირილი, რომ გამოვედით, უკვე გაქცეულები იყვნენ და ეს ქალი ყვიროდა ტიროდა, ჩანთა წამართვესო, მერე პოლიცია მოვიდა და დაკითხვაზე წაიყვანეს. ახლა არ ვიცით სად არის.“- უთხრა „ოდიშინიუსს ერთ-ერთმა მეზობელმა სოსელიამ. დაზარალებული სახლში არ იმყოფებოდა, მისი ჯიხური, სადაც ის მუშაობს და სიგარეტებს ყიდის,  დილიდან დაკეტილია. მიმდებარედ მომუშავე ადამიანებმა მისი ძარცვის შესახებ არაფერი იციან. 
შსს-ში „ოდიშინიუსს“ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით საქმე აღძრულია და გამოძიება სსკ 178-ე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.
 
 
 

სიახლეები

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...

აჭარასა და იმერეთში ფრინველის 2 არალეგალური სასაკლაო გამომავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფრინველის 2 არალეგალურ სასაკლაოს აჭარასა და იმერეთში. სააგენტოს...

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...