მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხელ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არის მსხვერპლი

წუხელ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არის მსხვერპლი

Published on

წუხელ, გვიან ღამით დიდუბეში, გევენეტაძის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
 
ბინაში ამ დროს 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის  ერთი მწოლიარე, რომლის გამოყვანა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია. დანარჩენი ოთხი გადარჩა, თუმცა ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დამწვრობის ცენტრში  მოთავსებულია ორი ქალი და მცირეწლოვანმა ბავშვი, რომელთაც. კვამლით ინტოქსიკაცია  აქვთ მიღებული.  დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.  
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა დაახლოებით ერთ საათში მოსახლეობა სახლებში დააბრუნეს.
ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. სალიკვიდაციო სამუშაოებში 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული. 

 
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტკრიმინალისტები. ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...