მთავარისიახლეებისამართალისპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - დაკავებულ ბიზნესმენსა და მის მეგობარს გამოძიება ...

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში – დაკავებულ ბიზნესმენსა და მის მეგობარს გამოძიება თანხის ჯგუფურად გამოძალვას ედავება

Published on

თბილისის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაცია – შსს-ს ცნობით, გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება  თანხის ჯგუფურად გამოძალვას ედავება.

 
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა სასტუმროში ერთ-ერთი პირი ფულის გამოძალვის მიზნით მოტყუებით მიიყვანეს და ღირსების შემლახავი ფოტო და ვიდეოს გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ისინი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.
 
როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, დაკავებულები არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ. 
 
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დაკავება  დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული
 
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ამ საქმის დეტალებზე. მოქალაქე, რომელსაც ფულს სძალავდნენ, რა მოტივითაც მიმართა მან სამართალდაცველებს, ამბობს,  რომ ბიზნესმენი დავით ,ბერბერაშვილი თავდაპირველად  მას 5 ათას დოლარს სთხოვდა, თუმცა მოგვიანებით მისგან 2 ათასი დოლარი მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ტავის თნმხცლებთან ერთად იგი  საკუთარ სასტუმროში წაიყვანა, სადაც მათ შორის მცირე კონფლიქტიც მოხდა. 
 
თავად დავით ბერბერაშვილი თანხის გამოძალვას უარყოფს, თუმცა მოქალაქესთან მცირე კონფლიქტს ადასტურებს. 
 
 გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 პუნქტით
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...