მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' კამერული ყრილობა. ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა ოფიციალურად ფორმდება

,,ქართული ოცნების” კამერული ყრილობა. ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა ოფიციალურად ფორმდება

Published on

ხვალ პარტია ""ქართული ოცნების"" რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს და ასევე პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს. ტექნიკური ნაწილის შემდეგ ყრილობის ტრიბუნა პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა, მათ შორის სიტყვით გამოვა პარტიის ახლად არჩეული ძველი ლიდერიც.
 
.„ყრილობა ჩატარდება საქმიან კამერულ ვითარებაში მას მხოლოდ დელეგატები ესწრებიან და როგორც იცით, მთავარი საკითხები რაც განიხილება არის პარტიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცება და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.
ჩვენთვის დიდი უპირატესობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება აქტიურად პარტიის საქმიანობაში. ის, როგორც იცით არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და რა თქმა უნდა, მხარდაჭერას მუდმივად იჩენდა ჩვენი პარტიის მიმართ.
რაც შეეხება რეფორმებს და განახლების პროცესს, რომელიც პარტიაში არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა სწორედ, ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ქართულ ოცნებაში“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
 
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატისა და ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე უკვე განიხილა ის საკითხები, რომელზეც ახალ პოლიტსაბჭოს მუშაობა მოუწევს. მისი თქმით, საუბარი შეეხო პარტიაში გასატარებელ რეფორმებს, რომელიც ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოხსენებაშიც აისახება.
 
„გუნდს სჭირდება განახლება, პოლიტსაბჭოს ვგულისხმობ,  მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოში ვინც არ დარჩა, იმათ ამოცანები რამენაირად შეუმსუბუქდებათ“-აცხადებს ვოლსკი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...