მთავარისიახლეებისაზოგადოებახელისუფლებამ ხელი დაიბანა. მოსახლეობა ფაროსანას საკუთარი ძალებით ებრძვის

ხელისუფლებამ ხელი დაიბანა. მოსახლეობა ფაროსანას საკუთარი ძალებით ებრძვის

Published on

დათბობის შემდეგ მავნებელმა მწერმა გაიღვიძა და შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებული რაოდენობით შეესია მოსავალსაც და საცხოვრებელ სახლებსაც.
სამეგრელოში ფაროსანას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის. ზუგდიდის რაიონის სოფლებში ყვებიან, რომ  შესაწამლი საშუალებები, რომელიც ხელისუფლებამ ურჩია, არ მოქმედებს. ქიმიური ნივთიერებით დამუშავების შემდეგ მწერი იძინებს და რამდენიმე საათის შემდეგ ისევ იღვიძებს.- ამ პრობლემაზეა საუბარი რუსთავი 2 – ის ეთერში გასულ რეპორტაჟში სამეგრელოდან. 
 
ადგილობრივები ამბობენ, რომ პესტიციდების მოქმედების შემთხვევაშიც მათი საკარმიდამო ტერიტორიის შეწამვლას აზრი არა აქვს, რადგან ტყე არ იწამლება და მავნებელი მწერი გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ სახლებსაა და ნათესებს ისევ უტევს.
 
ავიაციის გამოყენებას და ტყეების შეწამვლას კატეგორიულად გამორიცხავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ამბობენ, რომ კანონი სახელმწიფოს ამის უფლებას არ აძლევს.
 
მათი თქმით, ტყეების გასწვრივ ე.წ. ფერომონები განათავსეს, რაც ძირითადად მონიტორინგისთვის და არა მწერის განადგურებისთვის გამოიყენება.
 
მოსახლეობის პრეტენზიებს ადგილობრივი მთავრობაც პასუხობს.
 
მუნიციპალიტეტში აღიარებენ, რომ ის, რაც შარშან უფასო იყო, წელს მოსახლეობისთვის ფასიანია. შესაწამლ საშუალებებს საკარმიდამო ნაკვეთების დასამუშავებლად ადგილობრივები თავად ყიდულობენ.
 
ფასები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ იცის. კომერციულ მაღაზიებში, სადაც ის მოსახლეობას ამ პრეპარატების შეძენას ურჩევს, პესტიციდების ფასი 50-დან 80 ლარამდეა. შეწამვლის გამეორება თითოეულ მოსახლეს, დაახლოებით, 20-25 დღეში ერთხელ მოუწევს, ეს კი მათთვის საკმაოდ დიდი ხარჯია.
 
მავნებელი მწერისგან შეწუხებული ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ხარჯსაც გაიღებენ, თუმცა, იმის გარანტია, რომ ის ფაროსანაზე იმოქმედებს, არ არსებობს

სიახლეები

სტუ განცხადებაში მადლობას უხდის კობახიძესა და მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ივანიშვილის პრემიერმინისტრ, ირაკლი...

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია...

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2021 წელს მოკლეს. მისი შაქარაშვილის ცხედარი ძებნიდან მეოთხე დღეს...

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...