ოპოზიციის გაერთიანება ოპტიმალური გამოსავალია და საჭიროა ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება – ამ საკითხზე ისაუბრეს გუშინ გადაცემა ,,არჩევანში'' ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა .
„აქ არ არის გაერთიანება არცერთი ადამიანის გარშემო, არც რაღაც ჯგუფის გარშემო, აქ არის, უპირველეს ყოვლისა, იდეის გარშემო გაერთიანება,“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ,გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ღია პლატფორმა შეიქმნება, რომელშიც გაერთიანდებიან არა მარტო პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ სოციალურად აქტიური ადამიანებიც.
„ჩვენი იდეა მდგომარეობს ახალი სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის ჩამოყალიბებაში, შექმნაში და ამის გარშემო გაერთიანებაში. ჩვენი იდეა ძალიან ჩამოყალიბებულია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ მისი პირადი წარმატება არ არის შესაძლებელი სუსტ სახელმწიფოში,“ – განცხადა გამყრელიძემ.
ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს.
ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილმა, ფაქტობრივად, არ დატოვა ქვეყანაში პარტიები . ახლა მთავარი ამოცანაა, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი გაერთიანდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი დაამარცხოს. ამისთვის კი, ის ამბობს, რომ თანახმაა, ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს, მათ შორის ევროპულ საქართველოსთანაც. „ამ მოძრაობას აქვს უნიკალური შანსი, სახელმწიფოებრიობა გადაარჩინოს. ხალხი არის გადასარჩენი და ხალხს სჭირდება გაერთიანება და სხვა უთანხმოებას მერე გავარკვევთ,“ -განაცხადა ნიკა მელიამ.
,,ჩვენი მიზანია სახელმწიფო დაბრუნდეს სახელმწიფოში,“ – ასე განმარტავს ნიკა მაჭუტაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანების აუცილებლობას. ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის არ არის სახელმწიფო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იბრძვის ბოლშევიკური მეთოდებით, რომელმაც მოსპო სივრცე იდეებისთვის და განვითარებისთვის.„ივანიშვილმა ეს სივრცე მოსპო ძალიან გამოცდილი, ძალიან გაცვეთილი ბოლშევიკური მეთოდებით. მოსპო სივრცე იდეებისთვისაც, დოქტრინებისთვისაც, განვითარებისთვისაც და პოლიტიკოსებისთვისაც,“ – "გამოსავალი არის სწორედ ერთობა". განაცხადა სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარემ.
დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს. ,,ქართული ოცნების გზა და დღევანდელი გზა. ეს არის გზა წარუმატებლობის, ეს არის გზა, როდესაც ჩვენ არ უნდა გვქონდეს დიდი ამბიცია, ჩვენ ნელა უნდა ვვითარდებოდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაჩანჩალა ქვეყანა და მეორე გზა, ეს არის ჩვენი იდეა : საქართველოს შეუძლია, შექმნას წარმატების მოდელი,“ – განაცხადა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში და არა რაღაც მეორე ადგილზე გავიდეთ''. – განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ. მისი თქმით, მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა არცთუ ისე მაღალია., მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე მოირგო.,„ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ გამორიცხულია ქართული ოცნების დამარცხება ერთიანობის გარეშე. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, "ყველა მინუს ერთის" პრინციპით.,“ – განაცხადა დავითაიამ. ამიტომ თუ გვინდა გამარჯვება, ვიყოთ ერთიანი, ვიყოთ ერთიან კოორდინაციაში, გვყავდეს ერთიანი კანდიდატი“ – განაცხადა დავითაიამ. მას მიაჩნია, რომ ერთიანი ოპოზიციის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის თანაბარი შესაძლებლობა აქვს, როგორც ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს, ასევე დავით ბაქრაძეს“
„საზოგადოების დაკვეთა არის ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდება ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. ბიძინა ივანიშვილის მთავარ მიზანს ოპოზიციური პარტიების „გაქრობა“ წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ ოპოზიციური პარტიები ერთი მთავარი მიზნისთვის – ქვეყანაში ცვლილებების განხორციელებისთვის, ერთიანდება. ეს ცვლილებები უნდა დაიწყოს ოლიგარქიული მმართველობის დასასრულით. ამის შემდეგ შეიძლება, ჩვენ ვისაუბროთ განვითარებაზე“ – განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ
მოძრაობა ახალი საქართველოსთვის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას მიესალმება, თუმცა, მას ამ გაერთიანების მიმართ შენიშვნებიც აქვს. მისი განცხადებით, პარტიები ორიენტირებულები არიან ბიძინა ივანიშვილზე და მიხეილ სააკაშვილზე, რაც არასწორია .ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს საქართველოს განვითარებასა და წინსვლაზე . „გაერთიანებაც სწორედ ამის გარშემო ხდება,“ – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ და დასძინა, რომ მისი მოძრაობაც ზუსტად ამის გამო ჩაერთო ამ კონსულტაციებში.