მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ გამოავლინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება...

შსს-მ გამოავლინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება ინტერნეტის გამოყენებით

Published on

7 მაისს   კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში   დააკავეს ორი პირი 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელთაც  ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღება ედებათ ბრალად. 
 
პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი – ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.
 
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ,გამოავლინა დანაშაულებრივი სქემა,  რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ. პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 
 
მისი თქმით,  ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით. გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სიახლეები

ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია! – უილსონი

"მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა....

ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან კამათი უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიის ნაწილი იყო – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათი...

“გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს” -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება...

აფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მის მეუღლეს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტს სამედიცინო კვლევა და მკურნალობა 161-დღიანი შიმშილობის მერეც...