მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

Published on

გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. 
 
არსებული ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანი მასზე გაფორმებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად არის გარდაცვლილი. დაჭრილი ჯერ ტყვიავის საავადმყოფოში, შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
 
 შსს-ში აცხადებენ, რომ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...