მთავარისიახლეებიმსოფლიონიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ მინისტრია

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ მინისტრია

Published on

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ მინისტრია. იგი პარლამენტის დღევანდელ   საგანგებო სხდომაზე ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული,  მის კანდიდატურას ამჯერად მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი  42 დეპუტატი იყო
.ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის კანდიდატურას  პარლამენტში შემავალი ოთხი პარტიიდან იმ სამ პარტიასთან ერთად, რომელიც აქამდეც ღიად უჭერდა მხარს და ახლაც   მის სასარგებლოდ მისცა ხმა, დღეს მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების ნაწილიც შეუერთდა და ამან გადაწყვიტა კიდეც არჩევნების შედეგი.  
 
შეგახსენებთ, სომხეთის პარლამენტმა წინა მცდელობის დროს ვერ აირჩია მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი.  მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასარჩევად კი 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
 
თუ დღეს  პარლამენტი პრემიერ-მინისტრს კვლავ ვერ აირჩევდა, კანონის მიხედვით პარლამენტი ავტომატურად უნდაა დათხოვნილიყო. ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ საღამოს აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტარების უმრავლესობა მის პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარს დაუჭერს., თუმცა რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად თავის მხარდამჭერებს .დილიდან ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, შესაბამისად  ხალხი მოედანზედამონტაჟებული დიდ ეკრანის მეშვეობით, დაძაბულად ადევნებდა თვალს   სესიის მიდინარეობას. 
 
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოსახლეობისადმი ტავის მიმართვაში  გამოტქვა იმედი, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები, პრემიერ-მინისტრის არჩევისას, გონიერებას გამოიჩენენ. 
 
„ეს არის გარდამტეხი და საპასუხისმგებლო მომენტი სომხეთის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური ძალები პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებისას გამოიჩენენ მაქსიმალურ გონიერებასა და შორსმჭვრეტელობას, იხელმძღვანელებენ საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ინტერესებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხის მოგვარება შესაძლებელია ეროვნული თანხმობით“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მისსავე ვებგვერდზეა განთავსებული.
 
სარქისიანის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა იმ ენერგიის შესაბამის კალაპოტში წარმართვა, რომელიც საზოგადოებას ამ დღეების განმავლობაში დაუგროვდა და საჭიროა სომხეთის რეპუტაციის შენარჩუნება მსოფლიოში.
 
ხალხი ზეიმობს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია -კონცერტი იწყება.
 
 
 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...