მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, პროკურატურის შესასვლელთან ყაჩაღობა მოხდა

ზუგდიდში, პროკურატურის შესასვლელთან ყაჩაღობა მოხდა

Published on

ზუგდიდში პროკურატურის შესასვლელთან, შპს ცისარტყელას მიმდებარე ტერიტორიაზე ყაჩაღობა მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაინახეს თუ როგორ მირბოდა შუახნის ქალი, რომელიც ყვიროდა „დაიჭირეთ“. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქალს  ჩანთა წაართვეს.“ დავინახე როგორ მირბოდა ქალი, ყვიროდა, დაიჭირეთ, დაიჭირეთო. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე როგორც გავიგე, თურმე დაუყაჩაღებიათ, სუმკა წამართვესო იძახდა. 500 დოლარი ქონია ჩანთაში, ბანკიდან გამოვიდაო ამბობენ“- უთხრა „ოდიშინიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 
შსს-ში „ოდიშინისს“ უთხრეს, რომ უწყებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ძარცვისა და ყაჩაღობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში ოქროს ბირჟაც  გაძარცვეს.
 

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...