მძღოლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისკენ გადაინაცვლეს.ამ წუთებში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები აქციას გუბერნიასთან მართავენ. ისინი ადგილიბრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და მათ პრობლემებზე საუბარს ითხოვენ.მძღოლები აცხადებენ,რომ მათ ვერ მოახერხეს ამ დღეების განმავლობაში გუბერნატორთან შეხვედრა და იმედი აქვთ რომ ლევან შონია მათ დღეს მაინც შეხვდება. მძღოლების მოთხოვნა უცვლელია,ისინი არალიცენზირებული კერძო სადგურების გაუქმებას და დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას ითხოვენ.მძღოლები მეოთხე დღეა აქციებს მართავენ.აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე გია გულორდავა შეხვდა,თუმცა მძღოლების თქმით,არანაირი შეთახმება არ მომხდარა.რაც შეეხება გულორდავას,მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მძღოლები ადგილზე რჩებიან და ამბობენ რომ არ დაიშლებიან მანამ,სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მძღოლების აქცია გუბერნიასთან გძელდება, ისინი გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
Published on