დღეიდან ძალაში შედის ეროვნული ბანკის რეგულაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით

0
425

დღეიდან ძალაში შედის ეროვნული ბანკის  რეგულაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით .
 
რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა ეკრძალებათ ამასთან . ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზემეტი
 
  ახალი რეგულაციები სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ მომხმარებლების მიერ დასმული კითხვების პასუხისას განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება. ბახტაძის თქმით, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო. 
 
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, ამაში იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ასიმეტრიული რეგულაციები იყო, ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წესები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
ინიციატივას უარყოფითად აფასებენ ეკონომიკური ექსპერტები.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სიახლე პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ.
„დაწესებული შეზღუდვები პირველ ეტაპზე პრობლემური აღმოჩნდება, როგორც ბანკებისთვის, ასევე მოსახლეობისათვის. განსაკუთრებით შეიძლება პრობლემები შეექმნათ იმ კეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომლებსაც უჭირთ ტექნიკურად შემოსავლის დასაბუთება, თუმცა რეალურად ეს შემოსავალი გააჩნიათ,“-განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატიამძღოლებმა ზუგდიდში აქცია განაახლეს[Video]
შემდეგი სტატიამძღოლების აქცია გუბერნიასთან გძელდება, ისინი გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური