მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ჩადენილი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ჩადენილი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Published on

ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ჩადენილი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცი  თბილისში დააკავეს.უწყების ცნობით, დაკავებულმა ოქროს ბირჟიდან 2 მაისს 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.თვითმხილველების თქმით, ოქროს ბირჟაზე ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. ის დანით იყო შეირაღებული, რომელიც მოვაჭრეებს დაემუქრა და ერთ რიგზე დახლებზე განთავსებული ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასეულობა გაიტაცთვითმხილველთა განცხადებით, დაჭრილია საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი პოლიციელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...