მთავარისიახლეებისაზოგადოებაწაქცეული ბოძებისა და დაზიანებული საგზაო ნიშნების აღსადგენად არავინ მისულა- დიდინეძელების თქმით,...

წაქცეული ბოძებისა და დაზიანებული საგზაო ნიშნების აღსადგენად არავინ მისულა- დიდინეძელების თქმით, ოლიგარქის ახირებულ სურვილებს მათი ინტერესები ეწირება [Video]

Published on

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ასწლოვანი ჭადრის ტრანსპორტირებისას დაზიანებული საგზაო ნიშნები, ელექტრობოძები და ტრაფარეტები დღესაც იმ მდგომარეობაში დაგვხვდა, როგორც წუხელ დატოვეს. ადგილობრივები ამბობენ, ყოფილი პრემიერის ახირებულ სურვილებს მოსახლეობის ინტერესები ეწირება,მათი თქმით,  ელ.ენერგია  წუხელ 11 საათზე  გამორთეს და მხოლოდ  დღეს, 2 საათზე ჩაირთო.
 
დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და ბოძების გასწორება დღეს არავის უცდია და არც ის იციან, როდის დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს.დიდინეძი-ორულუსა და ერგეტას  გზაზე წუხელ ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ჭადრის ტრანსპორტირების გამო მოძრაობა პარალიზებული იყო.  ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად  დიდინეძში ხის ამოღების სამუშაოები  კომპანია „ზიმომ“ იანვარში დაიწყო. ჭადარი, რომელიც შეკვეთილში გადასარგავადაა გამზადებული,   ყოფილი კოოპერატივის ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში იდგა.
 
ორი შენობიდან, სამუშაოების გამო ერთი დანგრეულია. ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა სამინისტრომ ის ხის ამოღების სამუშაოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაასხვისა. ჭადრის ხემ წუხელ დიდინეძიდან ერგეტამდე გადაინაცვლა და ის ამჟამად სოფელ ერგეტის შესასვლელშია გაჩერებული. ბიძინა ივანიშვილის სურვილების დასაკმაყოფილებლად ზუგდიდიდან კიდევ რამდენიმე ხის გადატანა იგეგმება.
 
ხეებს ანაკლიიდან ბარჟით შეკვეთილში გადაიტანენ. ადგილობრივები აბობენ, რომ დიდინეძიდან ყოფილმა პრემიერმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ხე წაიღო, თუმცა მისი ტრანსპორტირებისას ცენტრალურ ქუჩაზე ხეების ტოტები დაიმტვრა და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, ოლიგარქის ხეს სოფლის ცენტრი და ქუჩა შეეწირა, რომელიც დღეს დანგრეული და გაჩანაგებულია, გამკითხავი არავინ ჩანს.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...