მთავარისიახლეებისაზოგადოებაtimer.ge “საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული სკანდალური გათავისუფლებების დეტალებზე საუბრობს

timer.ge “საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული სკანდალური გათავისუფლებების დეტალებზე საუბრობს

Published on

timer.ge “საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული სკანდალური გათავისუფლებების დეტალებზე საუბრობს.
 
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ  „საქართველოს ფოსტიდან” თანამშრომლების გათავისუფლება ზუგდიდის ყოფილ მერს, ირაკლი გოგოხიას უკავშირდება, თუმცა თავად საქმის კურსში არ არის.
 
,,გოგოხიას მერობიდან წასვლის შემდეგ უფრო პრესტიჟულ პოსტს დაჰპირდნენ, სავარაუდოდ, საუბარი იყო მის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნაზე, მაგრამ პარტიულმა თანამებრძოლებმა დანაპირები, როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულეს. ამიტომაც გოგოხიასა და გუბერნიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, – ამბობს „თაიმერის” სამთავრობო წყარო.
 
მისივე თქმით, გოგოხიასთან „პირის მოწმენდა” და სიტუაციის გამოსწორება მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას დაევალა. ამ უკანასკნელმა, გადაწყვიტა, მოეშორებინა დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მოლაშხია, რომლებიც უკვე კრიტიკულად გამოდიოდნენ ხელისუფლების მისამართით და სოციალურ ქსელებშიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ.ყველაზე მთავარი ისინი “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, კახა მიქაიას თანამებრძოლები არიან. ხელისუფლებამ კახა მიქაიას დასჯა გადაწვიტა. მიუხედავად დიდი პოლიტიკური წნეხისა მიქაია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება არ არის. ჩვენ, ყველანი ისევ ვრჩებით ჩვენი იდეალებისა და პოლიტიკური მწამსის ერთგულნი. ჩვენ არ მოვითმენთ ადამინების უფლებების დარღვევას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკურ დისკრიმინაციას და ჩვენ ვიტყვით სიმართლეს!“
 
წყაროს ინფორმაციით, “საქართველოს ფოსტიდან” გათავისუფლებებიც ქვარაიასა და ჩიკვაიძის ერთობლივ კონსულტაციებზე მიღებული გადაწყვეტილებაა. ასევე, წყარო აღნიშნავს, რომ პარტიულ თანამებრძოლებზე გაბრაზებული გოგოხია მიმდინარე ბატალიების საქმის კურსში არ არის – ის ერთგულებისთვის თავისას ითხოვს.
 
საბოლოოდ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ იმის გამო, რომ “ფეისბუქზე” არასასურველ პოზიციებს აფიქსირებდნენ ყოფილი თანამებრძოლები, სამსახურიდან დაითხოვა დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მალაშხია.
„სადაც ერთი, იქ სამიო – უთქვამს ჩიკვაიძეს ქვარაიასთვის, ან პირიქით, ქვარაიას ჩიკვაიძისთვის,“ – უყვება წყარო „თაიმერს”.
 
სავარაუდოდ, გოგოხიას დავით სორდიას ყოფილი პოზიციაზე – სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის ქონების მართვის რეგიონალური ფილიალის კოორდინატორად დანიშნავენ''. –  წერს გამოცემა 
წყარო: timer.ge თაიმერი
მაისი 4, 2018 00:10

 
 
 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...