მთავარისიახლეებისამართალიქვეყანაში შერჩევითი სამართალია: ერთი და იმავე, დანაშაულისთვის მინისტრს ჯარიმით უშვებენ, სხვას...

ქვეყანაში შერჩევითი სამართალია: ერთი და იმავე, დანაშაულისთვის მინისტრს ჯარიმით უშვებენ, სხვას აპატიმრებენ

Published on

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსთან "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კუპრავას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
 
"კუპრავა დაუსაბუთებელი ბრალდებებით იმყოფება პატიმრობაში და შევეცდებით მივაწვდინოთ ხმა ყველას, ვისთვისაც ამ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა, შერჩევითი სამართალი, არის დანაშაული" – აცხადებს  წინასწარი დაკავების იზოლატორთან ზვიად კუპრავას მხარდამჭერი  აქციის ორგანიზატორი ლაშა ცუცქირიძე.  .
 
შერჩევით სამართალზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მარიამ გერსამია.
„ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში არის, რომ ერთი და იმავე, დანაშაულისთვის მინისტრი შეიძლება ჯარიმით გამოუშვა, ხოლო ზვიად კუპრავას მეგობარს მართვის მოწმობა ჩამოართვა და ამ კონტექსტის შეხსენებისთვის თავად 10 დღით დააპატიმრონ, სწორედ ამას ვაპროტესტებთ,“ – განაცხადა მარიამ გერსამიამ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პირადი პატიმარია.
აქციაზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კუპრავა აქტიურად იყო ჩართული გამოძიების პროცესში და მიიჩნევს, რომ მისი დაკავება სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.
 
„პირდაპირ კავშირშია ჩემთან ზვიად კუპრავას დაკავება, ამის გამო ვუერთდები ამ აქციას. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როგორ აქტიურად იყო ჩართული ზვიადი ჩვენი ტრაგედიის გამოძიებაში, ეს არის პირდაპირი მესიჯი პროკურატურიდან, რომ თუ არ შეჩერდებით, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ როგორც ზვიადი დააკავეს, ალბათ ჩემკენაც გადმოიწევენ ცოტა ხანში“,-განაცხადა სარალიძემ..

 
საქალაქო სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება მისმა ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. ადვოკატი, ლევან დავითაია აცხადებს, რომ შსს-ს მხრიდან სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებები შეისწავლეს და აღნიშნა, რომ  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეუსაბამო განმარტებებს იძლევა ოქმთან მიმართებაშიც და სამხრე კამერის ჩანაწერთან დაკავშირებითაც. ადვოკატი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
 
ზვიად კუპრავა ორი დღის წინ დააკავეს, როდესაც მეგობართან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. ადვოკატი კუპრავას დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებს და პოლიტიკურს უწოდებს.
 
„იცოდნენ თითოეული მოქმედება, რომლის გაკეთებასაც ზვიადი აპირებდა და შესაბამისად, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის, ამასთანაც არის დაკავშირებული,“ – განაცხადა დავითაიამ.

სიახლეები

მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მისივე განცხადებით,...

240-ზე მეტი მასწავლებელი დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს

მასწავლებელთა ნაწილი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ხელმოწერებს აგროვებს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით. მათი...

ფინეთის საგარეო მინისტრი: ვითარება საქართველოში რთულდება, EU ქართველი ხალხის გვერდით დგას

სამწუხაროდ, ვითარება საქართველოში უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის,...

წამოვჭრით სანქციების საკითხს მათზე, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევს-კალასი

დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. სიტუაცია უარესდება და მოვლენების მრავალგვარ განვითარებას ვხედავთ. შესაბამისად, კვლავ წამოვჭრი...