მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პრეზიდენტის მიმართ არანაირ სამართლებრივ დევნაზე საუბარი არ არის, ეს იყო თეორიული დაშვება''...

,,პრეზიდენტის მიმართ არანაირ სამართლებრივ დევნაზე საუბარი არ არის, ეს იყო თეორიული დაშვება” – მდინარაძე კობახიძის განცხადებას ,,თარგმნის”

Published on

,,პრეზიდენტის მიმართ არანაირ სამართლებრივ დევნაზე საუბარი არ არის. თეორიულ დაშვებას და პოლიტიკურ განცხადებას აქვს ლეგიტიმური საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს, ეს სპეკულაციის საგნად გამოიყენოს. '' – განაცხადა  ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  –
 
,,როგორც ჩანს, პრეზიდენტს აწყობს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმდაგვარად თარგმნოს, თითქოს ვიღაც მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას აპირებს და შემდეგ უფრო მოახერხებს თავის ჩაგრულად წარმოჩენას და პიარის გაკეთებას. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ის რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, იყო თეორიული დაშვება – როცა ეჭვი ჩნდება, მათ შორის თეორიული, ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ. სამართლებრივი საფუძველი არის აბსოლუტურად სხვა სტანდარტი და დღეს ამაზე არავინ საუბრობს. წარმოუდგენელია, პრეზიდენტის მიმართ რაიმე სამართლებრივ დევნაზე იყოს საუბარი, მაგრამ როდესაც ადამიანი აკეთებს კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას, აკეთებს თეორიულ დაშვებას და არსებობს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები, პრეზიდენტი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს და არ გაიქცეს პარლამენტიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
 
2 მაისის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაანაშაულა. ირაკლი კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  განვითარებული ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ასმაგი სხვაობა აქვს. “წარმოიდგინეთ, ესტონეთის ყველა პრეზიდენტს იმაზე ბევრად ნაკლები პატიმარი ჰყავს შეწყალებული, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ამერიკულ პრაქტიკას რომ შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი 80-ჯერ მოწყალეა, ვიდრე ბარაკ ობამა. გამოდის, რომ ან ბარაკ ობამა არის განსაკუთრებით გულქვა ადამიანი ან რაღაც ვერ არის საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკაში. რეალურად, ჩვენ უფრო მეორე დასკვნისკენ ვიხრებით. რომ ავიღოთ ბულგარეთის პრაქტიკა, ბულგარეთის პრეზიდენტმა ხუთი წლის განმავლობაში 35 პატიმარი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა – ასჯერ მეტი, დაახლოებით, 3 500 პატიმარი, უკრაინაში პრეზიდენტმა პოროშენკომ 2016 წელს 67 პატიმარი შეიწყალა. აქაც არის ასმაგი სხვაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების ბერკეტი ბოროტად არის გამოყენებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე. 
 
"პრეზიდენტის ამ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი საფუძველი. პირველი, თეორიული ვარიანტი: უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ეს არის ყველაზე რბილი ვერსია; მეორე – ეს არის კორუფცია – თეორიულად, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ; მესამე – ეს არის სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი: – უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“. 
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პერიოდულად ხდება ნათესავების შეწყალება, რაც არის, უბრალოდ, მორალურ ზღვარს გაცდენილი ქმედება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. შეწყალების პრაქტიკას არანაირი მექანიზმების დახვეწა არ უშველის, აქ ცალსახად ჩანს, რომ უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული,"
 
 
 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...