მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არავის გაუკეთებია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არავის გაუკეთებია.

Published on

პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მის მიმართ ნდობა გამოხატა და საპრეზიდენტო კანდიდატად მას მხარი დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ყოველთვის ღიაა და მზადა ყველა ძალას ესაუბროს. 
„შემოთავაზება არ არსებობს. რა თქმა უნდა მე ანგარიშს გავუწევ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩემთან მიმართებაში რაღაც პოზიტივს დააფიქსირებს და მე მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩემს მიმართ ეს ნდობა გამოხატეს, თუმცა მე არ ვარ არც ერთი ამ პარტიის წევრი. მე რომ მდომოდა რომელიმე პარტიაში ასე აქტიურად გაერთიანება, მე იქ ვიქნებოდი. ჩემთვის, არამარტო ახლა, არამედ როდესაც ოცნებაში ვიყავი, როცა მთავრობაში ვიყავი და მანამდეც, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ამოსავალი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათი სამსახური უფრო მეტად, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. მე პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ყოველთვის ღია ვარ და მზად ვარ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ვესაუბრო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...