მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ დიდინეძიდან ივანიშვილის დენდროპარკში ასწლოვანი ჭადრის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა

სოფელ დიდინეძიდან ივანიშვილის დენდროპარკში ასწლოვანი ჭადრის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა [Video]

Published on

წუხელ დიდინეძიდან ბიძინა ივანიშვილისთვის გამზადებული ჭადრის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამართალდამცავები, ისე კომანია ,,ზიმოს,, წარმომადგენლები, რომლებიც ხეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. ჯგუფი გამთენიამდე მუშაობა, თუმცა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი 5 საათიანი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც ხის ტრანსპორტირება შეჩერდა.მოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.
 
 
ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა ელექტრობოძები გადახსნეს, რის გამოც დიდინეძსა და მიმდებარე სოფლებს მთელი ღამე ელ.ენერგია არ მიეწოდებოდა.
 
ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში წასაღებად კიდევ რამდენიმე ხეა გამზადებული. სავარაუდოდ მათი ტრანსპორტირება უახლოეს მომავალში მოხდება. ხის ტრანსპორტირებისას გათიშული ელ.ენერგია, წაქცეული ბოძები და დაზიანებული საგზაო ნიშნები მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ხეებს ანაკლიით, ზღვაზე გამზადებული სპეციალური ბარჟით შეკვეთილში გადაიტანენ.
 
 

სიახლეები

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია,...

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა-საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ პატრიარქს აირჩევს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ...

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...