მთავარისიახლეებიპოლიტიკასომხეთის პრემიერობის კანდიდატი პაშინიანი ოფიციალურად გახდება

სომხეთის პრემიერობის კანდიდატი პაშინიანი ოფიციალურად გახდება

Published on

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს ოფიციალურად გახდება,- ამის შესახებ მომხრეებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აცნობა.პაშინიანმა მომიტინგეებს საპროტესტო გამოსვლების დროებით შეჩერებისკენ მოუწოდა. გუშინდელი საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქცია კი მას შემდეგ შეწყდა.ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა, 8 მაისის სესიაზე პარლამენტარების ერთი მესამედის მიერ წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს მხარი დაუჭიროს.
„სომხეთის რესპუბლიკას 8 მაისს კონსტიტუციის თანახმად არჩეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია არ წარადგენს თავის კანდიდატს ამ პოსტზე. მორიგ საპარლამენტო სასიაზე ჩვენ ხარს დავუჭერთ პარლამენტის ერთი მესამედის მიერ წარდგენილ კანდიდატს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეყანაში ამ წუთებში მიმდინარე აქციები, გაიხსნას გზები დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით, შეწყდეს აეროპორტის ბლოკადა"-განაცხადა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ვარამ ბაგდასარიანმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...