„სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცლილებები შედის

0
367
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, მათ შორის „სამოქალაქო უსაფრთხოების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი დაინერგება.
 
„დღეს განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას და უფრო მაღალეფექტურია.
 
ასევე, არის უფრო გამარტივებულიც. დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები და შესაბამისად, პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში. ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა“, – განაცხადა პრემიერმ გიორგი კვირიკაშვილმა . 
 
მისი თქმით, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე.
 
უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან“, რომელიც მსოფლიოში ლიდერია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოებაში. „როზენბაუერი“ ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივ ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას. ეს იქნება პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს ასეთი ტიპის მანქანების გამართული წარმოება“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა..
 
წინა სტატიასოფელ დიდინეძიდან ივანიშვილის დენდროპარკში ასწლოვანი ჭადრის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა [Video]
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს განცხადებით, რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური