მთავარისიახლეებისაზოგადოებაოქროს ბირჟის ძარცვისას დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია

ოქროს ბირჟის ძარცვისას დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია

Published on

ზუგდიდში, ოქროს ბირჟის გაძარცვისას ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, პატრულის თანამშრომელი გაეკიდა ბოროტმოქმედს, რომელმაც ოქროს ბირჟა გაძარცვა. მისივე თქმით, პოლიციელი ბოროტმოქმედმა დაჭრა. შსს-ს ზუგდიდის სამმართველოში პოლიციელის დაშავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის დაჭრილი არ არის. პოლიციელი  ბოროტმოქმედის დევნის დროს დაშავდა.როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  აცხადებენ ,  პაციენტს მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აქვს. მოხდა ჭრილობის დამუშავება. ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული შსს-ს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. შსს-მ მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...