მთავარისიახლეებიპოლიტიკავარდების რევოლუციის მოედანს შესაძლოა, ძველი სახელი - რესპუბლიკის მოედანი დაუბრუნდეს

ვარდების რევოლუციის მოედანს შესაძლოა, ძველი სახელი – რესპუბლიკის მოედანი დაუბრუნდეს

Published on

ვარდების რევოლუციის მოედანს შესაძლოა, ძველი სახელი – რესპუბლიკის მოედანი დაუბრუნდეს. ინიციატივის შესახებ დღეს საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. გადაწყვეტილებას საკრებულო პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს უკავშირებს, თუმცა ეს ინიციატივა თვითმმართველ ორგანოში ჯერ კიდევ გასულ წელს, ყოფილმა დეპუტატმა თედო კობახიძემ დაარეგისტრირა.
ოპოზიცია ინიციატივას რევანშად აფასებს.
 
"რევანშის სურვილით ხელისუფლებამ გადაწყვიტა,მ რომ ვარდების მოედანს, რომელსაც ვარდების რევოლუციის საპატივსაცემოდ ჰქვია ეს სახელი, იმ რევოლუციის საპატივსაცემოდ, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და სწორ რელსებზე დააყენა და განვითარების სწორ გზაზე დააყენა, რევანში გამოუცხადოს მიხეილ სააკაშვილს და ვარდების მოედანს გადაარქვას სახელი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მარიკა დათუკიშვილი.
 
ვარდების რევოლუციის მნიშვნელობაზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოშიც" და უმრავლესობის ინიციატივას "სამარცხვინოს" უწოდებენ.
 
"ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, როცა ქართველმა ხალხმა ვერ მოითმინა შეურაცხყოფა, არჩევნების გაყალბების, მისთვის თავისუფალი ნების წართმევა, ამის მერე ძალიან ბევრი ის ცვლილება განახორციელა, რომელსაც სხვათაშორის ქართული ოცნებაც აღიარებს და საერთაშორისო ფორუმებზე თავს იწონებს. ეს მცდელობა ისტორიის გადაწერის არის ძალიან სამარცხვინო ვიწრო პარტიული ქმედება,"-აცხადებს გოკა გაბაშვილი.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...