მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 
 
სხდომის დატოვებას წინ უძხოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის. 
 
"სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან არ დავესწრები,"-განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
საქართველოს პრეზიდენტის პროტესტი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ქვეყნის პირველმა პირმა მოითხოვა, რომ  მას ჰქონოდა საშუალება ტრიბუნასთან მდგომი გამომსვლელებისთვის გაეცა პასუხი და დისკუსიაში შესულიყო მასთთან. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებდა და პროცედურის მიხედვით მას პასუხის გაცემის საშუალება სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ექნებოდა. 
 
მიუხედავად განმარტებისა, გიორგი მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...