პარლამენტმა პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – დებატების ფორმატი არ შეიცვალა

0
382
პარლამენტმა პრეზიდენტის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და დებატების ფორმატი არ შეიცვალა. პარლამენტში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. მანამდე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა. "საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, არის ის ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოგვიწოდებდეს ჩვენ კანონის პატივისცემაზე და კანონის დაცვაზე. ეს კიდევ უფრო მძიმეს ხდის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც ჩვენთან შეიქმნა, ამ მოთხოვნიდან გამომდინარე,. სამწუხარო, ჩვენ გვთხოვენ კანონის გადახვევას, გადაცდომას და რეგლამენტის წინააღმდეგ მოქმედებას, რაც არის ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის პრინციპულად მიუღებელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა მსჯელობა, რა ფორმატში გაგრძელდებოდა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა.მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. სხდომის დატოვებას წინ უძხოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის.
წინა სტატიაპრეზიდენტის თქმით, ის ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას, მისცემენ თუ არა მას დებატების ფორმატში უპასუხოს დეპუტატებს.
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი „ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია.“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური