მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი პრეზიდენტთან მწვავე დებატებისთვის ემზადება

პარლამენტი პრეზიდენტთან მწვავე დებატებისთვის ემზადება

Published on

პარლამენტი მწვავე დებატებისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრეზიდენტს ელოდებიან. დებატების ფორმატი ამჯერად უმრავლესობამ მოითხოვა – "ქართული ოცნება" პრეზიდენტს განმარტებებს შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან მოსთხოვს. 
 
"ჩვენი ოპონენტები რატომ ამბობენ მწვავე გვექნება თუ ტკბილი გამოსვლები მე არ ვიცი, წინასწარ განჭვრიტეს რაიმე თუ ნამდვილს მიზეზს ხედავს იმისა, რომ ჩვენ გუნდს შეიძლება ქონდეს გარკვეული შენიშვნები პრეზიდენტთან და მე მიკვირს რატომ არ შეიძლება მათაც ქონდეთ გარკვეული პრეტენზიები,"-აცხადებს გია ვოლსკი.
 
დებატების გამოყენებას აპირებს ოპოზიციაც, მათი მთავარი კითხვები პოლიტიკურ დევნას, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საგარეო კურსს უკავშირდება.
 
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავარი შეკითხვა პრეზიდენტთან იქნება ის, თუ როგორ მივიდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე არაფორმალური მმართველობის პირობებში.  
 
"ოცნების ვერტიკალი არის მობილიზებული, იქნება პრესინგი პრეზიდენტზე და ფაქტობრივად მათ აქვთ სურვილი რომ შური იძიონ ბოლომდე პრეზიდენტზე,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
 
"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, რაც გაზრდილ კრიმინალში, უმუშევრობასა და სიღარიბეში გამოიხატება, მთავრობა კი მის წინააღმდეგ საბრძოლველად არაფერს აკეთებს.
 
"ჩვენი კითხვები იქნება ამ საჭიროებიდან გამომდინარე მიმართული მტავრობის მიმართ და იმედი გვაქვს რომ ისინი როგორც პასუხებს გაგვცემენ, ისე საერთოდ მიიღებენ მონაწილეობას ამ დებატებში,"-აცხადებს სერგი კაპანაძე

სიახლეები

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია,...

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა-საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ პატრიარქს აირჩევს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ...

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...