მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგირის მოსახლეობა ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მიერთების მოთხოვნით დილიდან აქციას მართავს

ინგირის მოსახლეობა ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მიერთების მოთხოვნით დილიდან აქციას მართავს [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსახლეობა დილიდან აქციას მართავს. ადგილობრივები ცენტრალურ ქუჩაზე კანალიზაციის მილის გაყვანას აპროტესტებენ, რადგან მათი თქმით, მილთან დაქსელვა და მოსახლეობის კანალიზაციის ჭების მიერთება  პროექტში გათვალისწინებული არ არის. „აქ სულ წყალი დგას, როცა გაწვიმდება და ეზოები იტბორება, ჩადეს პატარა მილები, მაგრამ არაფერმა უშველა, მერე გვითხრეს რომ კანალიზაცია გაკეთდება და იქ მოხდება შეერთებაო, მაგრამ ახლა კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ პროექტში გათვალისწინებული არ არის და არ შეერთდებაო.ჩვენ არ გავატარებთ ტექნიკას, აქ დავდგებით, მოგვიტანონ დოკუმენტი და გვანახონ, რომ მოხდება დაქსელვა“- უთხრა  „ოდიშინიუსს“  ერთ-ერთმა ადგილობრივმა. აქციის მონაწილეებთან ინგირის რწმუნებული შალვა ქავთარაძეც იმყოფებოდა, რომელიც ჟურნალისტებისა და თანასოფლელების მიმართ აგრესიიით გამოირჩეოდა, რასაც ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ რწმუნებულის სახელი და გვარი არ იციან, რადგან არ იცნობენ მას: „მოსახლეობასთან კონტაქტი არა აქვს, მხოლოდ არჩევნების დროს თუ გამოჩნდება, არ ვიცით ვინ არის, არ აინტერესებს საერთოდ სოფლის ამბავი“- აცხადებენ ადგილობრივები. „ არ გიცნობთ არა გეცეკვებით, მეტი რა გინდათ“- ასე მიმართა ადგილობრივებს რწმუნებულმა. მისი თქმით, პრობლემა მოგვარებადია და კანალიზაციასთან მიერთება მოხდება. თუმცა ადგილობრივებს ამ ინფორმაციის არ სჯერათ. ადგილზე ხარისხის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც მონიტორინგს უწევს შერულებულ სამუშაოებს. ლევან სარჯველაძემ ჟურნალისტებს უითხრა, რომ ასეთი შემთხვევები სხვაგანაც იყო, თუმცა პრობლემა აღმოიფხვრა და აქაც დამატებითი დაპროექტების შედეგად მოხდება პრობლემის მოგვარება.
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...