მთავარისიახლეებისაზოგადოებადადიანების მუზეუმის ტერიტორიაზე ბრინჯაოს ქანდაკება დაამტვრიეს

დადიანების მუზეუმის ტერიტორიაზე ბრინჯაოს ქანდაკება დაამტვრიეს

Published on

დღეს დილით ზუგდიდის მუზეუმის ტერიტორიაზე ბრინჯაოს მონუმენტი- მხედრის ქანდაკება თვითმხილველებმა წაქცეული ნახეს. მათი თქმით, მონუმენტს ეყობა რომ ვიღაცას ის გადახერხილი აქვს და მომტვრეულია მკლავის ნაწილი. ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ მას ახლახან შეატყობინეს ეს ამბავი, თუმცა ტერიტორია მერიი ზედამხედველობის ქვეშაა და სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
 
„მითხრეს რომ ვიღაცას წაუქცევია და წერილი დაუტოვებია რომ ეს არისო წარმართული დროის და აქ არ შეიძლებაო. ეს არის ცაიშის 2007 წლის გათხრებისას აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკება- მხედარი, რომელიც არის ბრინჯაოს ქანდაკება.იქნებ ბრინჯაოს მოპარვა უნდოდათ? არ ვიცი. ეს ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ მერია პატრონობს და არ ვიცი არაფერი.“- უთხრა „ოდიშინიუსს“  დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ ცაიშში ტუფურიების ოჯახში, აკლდამაში მოპოვებული არტეფაქტები ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, ცაიშში გატხრების პირველი ეტაპი 2005 წელს დაიწყო.  ზუგიდიდის რაიონის გამგეობის მიერ მოწვეულ იქნა კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია. სოფ. ცაიშში ცაცხვის უბანში სადაც  ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები.
 

სიახლეები

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...