მთავარისიახლეებიპოლიტიკაანდროპოვის ყურების ნოსტალგიასა და ვარდების ქარის ...

ანდროპოვის ყურების ნოსტალგიასა და ვარდების ქარის ხელახალი მობერვის შიშში

Published on

 
არდების რევოლუციის მოედანს  შესაძლოა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანის სახელწოდება მიენიჭოს. 
 
ამ ინიციატივის განხილვას, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, ხმაური მოჰყვა. სხდომაზე მსჯელობა კამათის ფონზე მიმდინარეობდა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრების შეფასებით, საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივა, სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გამოხატულებაა. 
 
 
საკითხზე მსჯელობის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
 
„რესპუბლიკის მოედანი, ეს თქვენ უნდა იცოდეთ და სირცხვილია, რომ არ იცით, დაერქვა 1981 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, იქ საერთოდ მოედანიც არ იყო. იქ მოედანიც კი არ იყო, იქ იყო ჩვეულებრივი დაღმართი. და გამომდინარე, იქიდან, რომ ჩამოდიოდა უშიშროების  მაშინდელი ყოფილი მინისტრი, მაღალჩინოსანი ანდროპოვი, აბსოლუტურად ხელოვნურად გააკეთეს ის მოედანი და სწორედაც, საბჭოთა რესპუბლიკის საპატივცემულო დაერქვა იქ რესპუბლიკის მოედანი და არა 1918-1921 წლის პირველი რესპუბლიკის საპატივცემულოდ,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....