მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილის პარკში ხის გადატანის გამო, ცეცხლაურში ასწლოვანი ევკალიპტი მოჭრეს

ივანიშვილის პარკში ხის გადატანის გამო, ცეცხლაურში ასწლოვანი ევკალიპტი მოჭრეს

Published on

სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებმა ასწლოვანი ევკალიპტის მოჭრა გააპროტესტეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ჯანსაღი ხე მხოლოდ იმიტომ მოჭრეს, რომ ის შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასატანი ხეების ტრანსპორტირებას აფერხებდა.წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ხის გადამტანი კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.ქობულეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკვეთილში ივანიშვილის აგარაკზე 15-მდე ხის გადატანა იგეგმება, ხეების ტრანსპორტირება სწორედ იმ გზით უნდა მოხდეს, სადაც ევკალიპტი მოჭრეს.„ტექნიკა აამუშავეს და გაიქცნენ გურიის მიმართულებით, ეს იყო ელიტა ბურჯი. ბიძინა ივანიშვილის ხის გადამტანი კომპანიის წარმომადგენლები,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მამული სურმანიძემ.ქობულეთის მერიაში კი ამბობენ, რომ ხეების მოჭრა გზის გაფართოებას უკავშირდება.„პროექტის მიხედვით ზოგიერთი მონაკვეთი არის ძალიან ვიწრო, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდება და ალაგ-ალაგ შეიძლება ითქვას, ძალიან უმნიშვნელო მონაკვეთზე ხდება გზების გაფართოება, რომ მოვიდეს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში,“-აცხადებს ქობულეთის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი.
 
რუსთავი2

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...