მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებისას ორი ადამიანი დაშავდა

შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე აფეთქებისას ორი ადამიანი დაშავდა

Published on

კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქებისას დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცებმა მეტალის ნივთი,  სავარაუდოდ ჭურვი იპოვეს და გადააგდეს, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქებაც.უწყებაში განმარტავენ, რომ სასწავლო ცენტრის ეს კონკრეტული ნაწილი დანაღმულია და არსებობს არაერთი შესაბამისი ბანერებიც.ამ დრომდე უცნობია როგორ მოხვდნენ შემოფარგლულ ტერიტორიაზე 23 და 30 წლის ახალგაზრდები.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.„პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული ორი მოქალაქე აგროვებდნენ სოკოს როგორც თვითონ აღნიშნეს. იპოვეს მეტალის ნივთი, შემდეგ ერთ-ერთმა მოისროლა ეს ნივთი, რომელიც აფეთქდა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...