მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს - ასე ფიქრობს NDI-ის კვლევის...

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს – ასე ფიქრობს NDI-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 44%

Published on

,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 44% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს. 
 
გამოკითხულთა 29% არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ იცის.
 
რაც შეეხება მოსაზრებას – “ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში(საკრებულოში, მერიაში, გამგეობაში) კორუფციის პრობლემა არსებობს – NDI-ის მიერ გამოკითხულთა 35% აღნიშნულს ეთანხმება, 40% არ ეთანხმება, ხოლო 24% აცხადებს, რომ აღნიშნული არ იცის.
 
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო ინსტიტუტებში კორუფციის პრობლემა არსებობს, 51% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 19% აცხადებს, რომ არ იცის.
 
 
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
 
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...