მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ აფასებენ გამოკითხულები პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის...

როგორ აფასებენ გამოკითხულები პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის საქმიანობას

Published on

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა კვლევა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. 
 
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 2% მთავრობის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს, 12% კარგად, 22%-ს კი მიაჩნია, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს, 11% -ის აზრით, ძალიან ცუდად.
 
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 26% აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას – 25%.
 
ამასთან, NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51% პრეზიდენტის საქმიანობას, ხოლო 52% პრემიერის საქმიანობას აფასებს საშუალოდ. რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, როგორც გიორგი მარგველაშვილის, ისე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უარყოფითად 3-3% აფასებს. 
 
 პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 19% ს დადებითად აფასებს, 43% საშუალოდ, 22% – უარყოფითად. 
 
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% დადებითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებს, ხოლო 13% უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას. 
 
 
თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 12% – უარყოფითად.
 
NDI-ის მიერ თბილისში გამოკითხულთა 31% თბილისის მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, ხოლო 4%-მა აღნიშნული არ იცის.
 
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია. 
 
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
 

 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...