მიხეილ სააკაშვილმა ახალი ერთობა „ღია პლატფორმა“ შექმნა. მასში გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.

0
401
დღეს თბილისში დაბრუნდნენ ოპოზიციის ლიდერები , რომელნიც ამსტერდამში იყვნენ ჩასული  საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ  საუბარი ეხებოდა ახალი ოპოზიციური მოძრაობის, სახელწოდებით ,,ღია პლატფორმის“ შექმნას.  ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმება შედგა.
 
 ახალი ერთობის „ღია პლატფორმა“  საბოლოო მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.  დახურულ კარს მიღმა საუბარი, რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.ეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო; კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.
 
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება. ახალი გაერთიანება პირველ ეტაპზე ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას აპირებს. მის მთავარ მიზნად ოლიგარქიული მმართველობის დასრულება სახელდება.
 
საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ სამუშაო პროცესი საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება.  მიუხედვად იმისა, რომ  „ღია პლატფორმა“ რამდენიმე საათის წინ იყო შექმნილი, კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიცის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავეს.
 
.„ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე ამ ქვეყანაში თანხმდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამისათვის დიახაც ყველაფერი კეთდება, რომ შედგეს ერთობა, რომელიც საბოლოო ჯამში დაამარცხებს ერთ ადამიანს. მე დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდება კიდევ უფრო ფართო ვიდრე დღეს არის და დასრულდება ივანიშვილის კლანური მმართველობის მარცხით,“-განაცხადა კონსულტაციების შემდეგ ნიკა მელიამ.
 
„ქართულმა ოცნებამ ფაქტია დაკარგა ამომრჩევლების მხარდაჭერა. ამ მოცემულობაში აუცილებელია ოპოზიციის საერთო კანდიდატის გამოვლენა, დასახელება, ახალი იდეებით, ახალი პრინციპების გარშემო, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას,“-აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
 
„აბსამავე თემაზე ისაუბრა პოლიტიკური მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ, რომელიც აცხადებს, რომ მთავრი მიზანი ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა. „ჩვენი ცალსახა მიზანია, რომ დავასრულოთ ოლიგარქატი, ეს პოლიტიკური ერესი საერთაშორისო გაგებით, ნაციონალური გაგებით, ეროვნული გაგებით და ყველა იმ ისტორიული თვალსაზრისით, ყველა იმ ღირებულებრივი თვალსაზრისით, რომელიც ქართველმა ხალხმა ევროპელ ხალხებთან ერთად შეიმუშავა საუკუნეების განმავლობაში,“ – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.
 
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია მზადყოფნას გამოთქვამს, აწარმოოს დიალოგი ყველასთან გარდა ერთისა, „ქართული ოცნებისა.“
„მიგვაჩნია, რომ ძალა ერთობაშია. მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით, ერთიანი მოქმედებით, კოორდინირებული მოქმედებით, გააჩნია ფორმებს ამ ერთიანობის, მივაღწევთ შედეგს,“ – აცხადებს პაატა დავითაია.

 
კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ვითარების შეცვლის ერთადერთი გზა ოპოზიციური ძალების გაერთიანებაა. აბსოლუტურად ღიაა კარები ყველასთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინდივიდუმების გაერთიანება. ყველა ასაკის, სქართველოს პატრიოტების, ქართული საქმის მკეთებლების. ჩვენ ქრისტიანულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
„არ შეიძლება დაჯდე კარტოჟნიკთან, შულერთან კარტის სათამაშოდ, იმიტომ რომ ყოველთვის მოგატყუებს. რა კარტებიც არ უნდა გქონდეს, რა დარწმუნებულიც არ უნდა იყო, იმ თამაშის წესებით არ უნდა ითამაშო. ერთადერთი შანსი ივანიშვილის დამარცხების და ამ შულერის დამარცხების არის, რომ მაგიდა აუყირავო, სადაც ის გეთამაშება და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებით,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
წინა სტატიასაკრებულოს სხდომა დაწყებამდე გადაიდო [Video]
შემდეგი სტატია“ზუგდიდის საკრებულო ხალხს არ უსმენს, მათ მხოლოდ თავიანთი ხელფასები აინტერესებთ”- მურთაზ ზოდელავა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური