მთავარისიახლეებისაზოგადოებაინციდენტი აჭარაში- ივანიშვილის ხის გადატანის დროს საკრებულოს წევრები სცემეს

ინციდენტი აჭარაში- ივანიშვილის ხის გადატანის დროს საკრებულოს წევრები სცემეს

Published on

დაპირისპირება აჭარაში – ინციდენტი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანის დროს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მოხდა. ნაცემები არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები. მათ შორის ბონდო თედორაძე და ნოდარ დუმბაძე.ქაფურის ხეები ციხისძირიდან ბარჟამდე გადატანას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებდა. ადგილზე მათ “ქართული ოცნების” აქტივისტები დახვდნენ, ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა შავიშვილიც.მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ისინი კონფლიქტში არ ჩარეულან. სამართალდამცველებს ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებიათ.ნაცემებს პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ გაუწია.ხის გადატანის გამო ციხისძირის მონაკვეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.  

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...